https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვს

6:06; 2.06.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

EMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით.

სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია – მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ.

ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე – უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება – აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის.

2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია.

პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის.

ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები – განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.
საქართველოს მთავრობას:

გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.
განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით;
უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22 დეკემბერი, 2025

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 377 550-ს გადააჭარბა

რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები

ყველა სიახლე

საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო