რიცხვი 3-ის სიმბოლო პლანეტა იუპიტერია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის ყველა სისტემაში.
3 რიცხვში დაბადებული ადამიანები ამბიციურები და აგრესიულები არიან. ისინი სულ მხოლოდ ზევით მიიწევენ და არასოდეს ეგუებიან დაქვემდებარებაში ყოფნას. მათ უყვართ ძალაუფლება და კმაყოფილები მხოლოდ მაშინ არიან, როცა სხვაზე მბრძანებლობენ.
ამ ადამიანებს საკუთარი იდეები სისრულეში ძალითა და ენერგიით მოჰყავთ. საოცრად დისციპლინირებულები არიან და სხვისგანაც იგივეს მოითხოვენ. ამიტომაც მათგან კარგი ხელმძღვანელები გამოდიან.
მათ უდიდესი ცხოვრებისეული ენერგია აქვთ. ფიზიკურად ისინი ძალიან გამძლეები არიან. საერთო ჯამში ეს ძალიან მძლავრი რიცხვია.
3 რიცხვის მთავარი ემოციური თავისებურება ამბიციასთან შერწყმული აგრესიულობაა. ამ ადამიანებს ცოტა დრო აქვთ სიყვარულისა და რომანტიკისთვის, მაგრამ თუ მაინც გადავარდნენ გრძნობებში, მაშინ ისინი მონადირის როლს ირგებენ. დევნისგან გამოწვეული სიამოვნება მათთვის ვნებას უტოლდება.
თუმცა ემოციის ობიექტი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს მათ. 3 რიცხვში დაბადებულებს არ უყვართ, როცა პარტნიორი იგივე როლს თამაშობს, რასაც თავად, ანუ როცა უტოლდებიან მათ.
სექსუალურ ცხოვრებაში ისინი ძლიერები და ძალიან მიწიერები არიან, აგრესიულები და დომინანტები: მონადირეები და არა ნანადირევები. თუმცა ხშირად, როგორც კი ნადავლს ხელში ჩაიგდებენ, ინტერესს მაშინვე კარგავენ.
ჰარმონიული ურთიერთობები. მათი პარტნიორები რბილები და დამყოლები უნდა იყვნენ, თუ სურთ, რომ საყვარელი ადამიანი შეინარჩუნონ. 3 რიცხვი ლიდერი უნდა იყოს. ვერავინ შეეხება მის თავისუფლებას. ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჰარმონიული, თუ პარტნიორი მეორე ადგილზე ყოფნას შეეგუება.
მონათესავე რიცხვები – 3, 12, 21, 30; 5, 14, 23; 6, 15, 24.
მტრული რიცხვები – 4, 13, 31.
ბედნიერი თარიღები – 3, 12, 21, 30.
პოზიტიური დღეები – სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.
ქვები – საფირონი, ამეთვისტო.
ფერები – ცისფერი და ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი, ალისფერი.
ავადმყოფობები – სახსრები, კანი.
რეკომენდაციები
უნდა მოთოკონ ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა და გადაჭარბებული ამბიციები. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, საკუთარი ხასიათის მსხვერპლნი გახდებიან. თუ საკუთარ თავს გააკონტროლებს, მისგან შესაძლოა, გამოჩენილი პიროვნება ჩამოყალიბდეს და წარმოუდგენელ წარმატებასაც მიაღწიოს.