https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„აკვაკულტურის შესახებ” კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

12:06; 3.06.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი უძღვებოდა, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ” თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა და  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია, სხდომაზე ნინო წილოსანმა გამოიტანა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნისათვის მისი მიღების მნიშვნელობა. ნინო წილოსანის განცხადებით, ეს კანონპროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიც აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებაა. მისივე თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციულად გასწორდა, ხოლო კანონის   ამოქმედების ვადამ გადაიწია  2021 წლის  1 მარტამდე, ვინაიდან პანდემიის გამო განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა კანონის მიღება. 

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები I მოსმენით წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და კანონმდებლებს საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე  მიაწოდა ინფორმაცია. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა. მან მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების დამატებას ეხება, ანუ ეს არის მუნიციპალიტეტებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის ყოლის შესაძლებლობა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით მუნიციპალური ტრანსპორტის ქონის უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვს. მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ექნებათ სურვილი ჰყავდეთ მუნიციპალური ტრანსპორტი. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გარემოს კუთხით გარკვეული შენიშვნები აქვს. თავის მხრივ, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სამინისტრო წარმოდგენილ შენიშვნებს იზიარებს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე რამდენიმე ათეულ კანონში მოხდა ცვლილებების შეტანა, ძირითადად, ტერმინოლოგიის ცვლილების კუთხით, ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით.  ცვლილებების განხორცილების აუცილებლობა დადგა პარლამენტის რეგლამენტშიც. შესაბამისად, სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” და კანონპროექტები:„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” , რომელიც კოლეგებს I მოსმენით პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ამგვარად, რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად, კანონმდებლობაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე  სამი საკითხი წარადგინა. კერძოდ, კანონპროექტები: „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (II მოსმენა); „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა); „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ” (I მოსმენა). სამივე კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტის მიღებით, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის – ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება იგეგმება.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა,  ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხოლო დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა გარკვეული შენიშვნები დააფიქსირა, რომლებიც მომხსენებლის თქმით, ფაქტობრივად, გაზიარებულია. 

რაც შეეხება კანონპროექტს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, იგი განსაზღვრავს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობს და საზღვრებს (კოორდინატებს). 

კანონპროექტის მიღების შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები. ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით” დაცული ორი სახეობის – კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. 

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტრით კი, რომელიც კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა, მოქმედ კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კანონპროექტის მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ. 

პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა –  კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კომიტეტს I მოსმენით გოგა გულორდავამ წარუდგინა და ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული.

მისივე თქმით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. აღმოჩნდა, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები მათთვის არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი და არსებული რეგულაციების ფონზე არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტურ გზად კი, კანონპროექტის ინიციატორებს დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდა მიაჩნიათ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის.

აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე გაიზიარა მომხსენებელმა. კომიტეტმა ასევე დაუჭირა  მხარი სხვა განხილულ საკითხებსაც.

ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომის დასასრულს, სხდომის შედეგები შეაჯამა.

„დღეს კომიტეტს ძალიან ნაყოფიერი დღე ჰქონდა, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, სამი დაცული ტერიტორიის შესახებ კანონპროექტები განვიხილეთ, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი მივიღეთ მესამე მოსმენით. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  დამატებითი ღონისძიებები განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ, რომ უკეთესად განხორციელდეს აღსრულება და ჩვენი თანამოქალაქეები შეეჩვიონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კულტურას. ამასთან ერთად, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის აპარატს, რომელიც ამ პანდემიის პირობებშიც და ყოველდღიურ რეჟიმში   დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია და შენიშვნები მოეწოდებინა”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17 სექტემბერი, 2026

კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი ქვეყანას სჭირდება

ყველაზე აუტანელი მამაკაცი

ყველა სიახლე

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17.09.2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო