ვერძი. შურისმაძიებელი და დაუნდობელია. თუ ვინმე ვერძს მტკივნეულ ადგილას შეეხება, ის გაუფრთხილებლად და სასტიკად იძიებს შურს. სამაგიეროდ, სულ რაღაც ერთ საათში მას წყენა სრულიად დაავიწყდება.
კურო. იმისათვის, რომ კურო წყობილებიდან გამოიყვანოთ, ძალიან უნდა მოინდომოთ. მაგრამ თუ კურომ შურისძიება გადაწყვიტა, ის დაგეგმილად იმოქმედებს და მოწინააღმდეგეს გაანადგურებს.
ტყუპი. ეს ჰოროსკოპის ნიშნებში მთავარი შურისმაძიებელია. არ გაბედოთ მისი წყენინება, თორემ თქვენ მალე აუცილებლად გახდებით მოარული ხმებისა და ჭორების მთავარი ობიექტი.
კირჩხიბი. მისი ყველაზე გავრცელებული შურისძიების ხერხი – ცივ ღამეს გარეთ გაქცევაა. ეს იმიტომ, რომ ყველამ ცუდად და დამნაშავედ იგრძნოს თავი. თუმცა, გაცხარებული კირჩხიბი ძალიან საშიშია, შესაძლებელია, ირგვლივ ყველაფერი დალეწოს.
ლომი. იმისათვის, რომ ლომში შურისძიების გრძნობა გააღვიძოთ, ის საშინლად უნდა მოატყუოთ, მაგრამ მერე უფრთხილდით – ლომის შურისძიება ხუმრობა არ გეგონოთ. შურისძიების მისეული მეთოდია იმის დემონსტრირება, როგორი საშინელი და მოღალატე ხართ თქვენ.
ქალწული. ქალწულის შურისძიება, ძირითადად, ოფიციალური მეთოდით ხდება და ის დოკუმენტური მტკიცებულებებით არის დასაბუთებული.
სასწორი. ბუტია ნიშანია, თუმცა შურისძიება არ შეუძლია. ყველაზე დიდი, რასაც ის გააკეთებს, მოწინააღმდეგეს სიტყვიერ შერკინებაზე გამოიწვევს, წაუყენებს ბრალდებას და მოსთხოვს ახსნა-განმარტებას.
მორიელი. ამ ნიშანს პირველი ადგილი უკავია ჯიბრიანობაში. როგორც წესი, მორიელებს ყველგან ინტერესის სფერო აქვთ. მისთვის აუცილებელია, ყველაფერს აკონტროლებდეს და საკმარისია, ვინმე ამ დროს ცუდად შეეხოს, რომ ის მაშინვე დაგესლავს. სხვათა შორის, ძირითადად ახლობლებს ერჩის.
მშვილდოსანი. უნიათო რევანშისტი. მათ არ შეუძლიათ შურისძიება, მით უმეტეს, თუ ამ საქმეში მარტონი არიან. ერთი სიტყვით, მთავარია, მშვილდოსანს შურისძიება სხვამ არ გადააწყვეტინოს ან მხარი არავინ აუბას.
თხის რქა. თუ თქვენ თხის რქა წყობილებიდან გამოიყვანეთ, მზად იყავით – ის ყველაფერზა წავა. თხის რქის რევანშს კი მისი ადგილსამყოფელის შემოგარენში სამასი კილომეტრის რადიუსით მასიური დაბომბვით თუ მოიგერიებთ.
მერწყული. მერწყულებს არ უყვართ შურისძიება და არც შეუძლიათ. ამ ნიშანს იმდენად ძლიერი თანდაყოლილი იუმორის გრძნობა აქვს, რომ ის სრულ იდიოტად გამოგიყვანთ იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მათ წყენინებას განიზრახავდეთ.
თევზები. ჩვეულებრივ, თევზის გაბრაზება ძალიან ადვილია, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა და იმ ზომამდე მიყვანა, რომ თევზმა შურისძიება გადაწყვიტოს, მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანს შეუძლია. თევზის შურისძიების ყველაზე მარტივი მეთოდი – ყველგან გაბრაზებული სახით სიარული და იმაზე გამუდმებით ლაპარაკია, რა საშინლად მოექეცით მას. ეს თევზებს ძალიან ბუნებრივად გამოსდით, რადგან ისინი ყოველთვის გულწრფელად ბრაზდებიან და არასდროს – მოჩვენებითად.