ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, _ ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო – 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.