საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალში ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი და გონივრული ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად.
გახარიას განცხადებით, კრიზისიდან გამომდინარე ადამიანებს უჭირთ. ეს არის გლობალური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე ერთი სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.
გახარიამ აღნიშნა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად სახელმწიფო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკრედიტო- საგარანტიო სქემა შეიცვლება.
„სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ გვერდში დაუდგება საბანკო სესხით, 90 %-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს რომლებსაც სესხი უკვე აქვთ აღებული მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და ეფექტურობის დატოვების გარანტია“,_ განაცხადა პრემიერმა.