დააკავეს თუ არაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
სანდო წყაროს ინფორმაციით, გ.თ-ს ჩაუტარდა ნარკოტესტი.
“მეც დღეს გავიგე ეს ამბავი. ამ დილით გავიგე და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, დააკავეს თუ არა ის“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში.
“გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა აღნიშნული სამსახურის უფროსთან, ილია ლეჟავასთან გასაუბრება. მას ტელეფონი გამორთული აქვს. ტელეფონი გამორთული აქვს გ.თ-ძესაც.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.