თბილისში გარდაცვლილი ჩვილის შემზარავ ამბავს ეხმაურებიან სოციალურ ქსელში. რა იყო არასრულწლოვანი დედის მხრიდან ჩვილის მკვლელობის მიზეზი, უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით, მან სახლის პირობებში იმშობიარა და ბავშვის თავიდან მოშორების მიზნის ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო.
“17 წლის გოგონას მოუკლეს ჩვილი.
იმიტომ, რომ მის იდიოტ მშობლებს თავი მოეჭრებოდა;
იმიტომ, რომ მისი ყვ..ი ძმა უბანში ვეღარ იბლატავებდა;
იმიტომ, რომ დეიდები, მამიდები, ბიცოლები, ბიძები შერცხვებოდნენ;
იმიტომ, რომ გოგონა ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და მომავალი წინ აქვს;
ან უბრალოდ იმიტომ, რომ ოჯახს ლუკმა პურის ფული არ აქვს”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქსელის მომხმარებელი ნუგზარ სულა სულაშვილი.