არასამთავრობო ორგანიზაცია “კოგნიტიოს” მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გურიას თაზო ჯოჯუა წარადგენს. ის კონკურსის ფინალში მოხვდა.
“წარადგინო გურია არ არის მარტივი. ცოტას ვნერვიულობ. პირველ ეტაპზე აპლიკაცია გავაგზავნე, რის შემდეგ იყო გასაუბრა და სწორედ ამის შემდეგ შეასრჩიეს 12 რეგიონიდან ფინალისტები. როგორც ვიცი, ფინალი 15 ივნისს იქნება. ორგანიზატორები მოგცემენ თემას და ჩვენ უნდა დავწეროთ ესე. დრო დაცული იქნება _ სამი საათი. გამოვლინდება სამი გამარჯვებული“, _ გვითხრა თაზო ჯოჯუამ.
თაზო ჯოჯუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა. იგი „ლიდერთა სკოლელი“ და PITA ოზურგეთის „ახალგაზრდული ცენტრის“ წევრია (ორივე “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზეა ჩამოყალიბებული).
“კოგნიტიოს” ესეების კონკურსის 12 რჩეული მონაწილე 12 რეგიონიდან უკვე შერჩეულია. ესენია: აჭარა – ნინო შარვაშიძე; გურია – თაზო ჯოჯუა; სამეგრელო – ანა ქარჩავა; სვანეთი – მარიამ ქურასბედიანი; იმერეთი – ელენე ჭელიშვილი; იმერეთი – სალომე გაფრინდაშვილი; შიდა ქართლი – ლიკა ვანიშვილი; ქვემო ქართლი – ქრისტინე ქუქჩიშვილი; კახეთი – ნინო ღლიღვაშვილი; სამცხე-ჯავახეთი – მაია ხუციშვილი; მცხეთა-მთიანეთი – ნუცა ჯოხაძე; თბილისი – ვიქტორია არაქელიანი.