რამდენიმე ხნის წინ, ინგლისის ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი ჯო მერსი თანამემამულე ახალგაზრდობის წინაშე გამოვიდა და მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ფეხბურთით გატაცების საქმეში.
„სპორტის ეს სახეობა ბევრი ცნობილი პიროვნებისათვის უმაღლეს საზოგადოებაში შესასვლელი გზის დასაწყისი გახდა“,_ განაცხადა სერ ჯო მერსიმ.
მან მაგალითად დაასახელა ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ჩარლი ჩაპლინი.
„ჩარლი ჩაპლინის კარიერა ფეხბურთის მეკარეობით დაიწყო. 1900 წლის დასაწყისში ახალგაზრდა ჩარლი გამოდიოდა კაბარეში და ხალხის წინაშე წარმოსახავდა ნამდვილ გოლკიპერს „ჩელსის“ სტადიონის მახლობლად.
მაშინდელი მისი ნახტომები, პატივს დასდებდა ყოველ ახლანდელ კარის დარაჯს და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთში გაცილებით შორს წავიდოდა, ვიდრე კინოში“,_ ამ სიტყვებით დაასრულა ახალგაზრდებთან საუბარი ჯო მერსიმ.