თურქეთმა 149 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა, მათი უმეტესობა უსაფრთხოების ძალებიდან არის.
Reuters-ის ინფორმაციით, დაკავების ბრძანება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას და ფეთჰულა გიულენთან კავშირს უკავშირდება.
თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს ანკარაში განვითარებულ მოვლენებში, რასაც 250 ადამიანი ემსხვერპლა, ამერიკაში მყოფ მუსლიმ სასულერო პირს და მის მიმდევრებს ადანაშაულებს.
გიულენი გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ 80 000 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართა და დაახლოებით 150 000 საჯარო მოხელე, სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს თანამდებობიდან ან უფლებამოსილება შეუჩერეს.