სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გოგოჭურის დაკავება ოზურგეთში, სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ვის და რატომ დაუპირისპირდა გოგოჭური, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.