“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„შვილი მირეკავს სერიოზული ტონით: დედა, კიდევ ერთხელ გეკითხები იმ ერთბორბალას არ მიყიდიო? არა, ძვირია, მეთქი. კარგიო…. იცი რა, გავიგე, მთავრობა 200 ლარს მირიცხავს და აი, მაგ ფულით მე თვითონ ვიყიდიო“.
ცნობისთვის, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად 17 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200 ლარიანი დახმარება.