ბელარუსის ქალაქ გომელაში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემასთან, დაღუპული 25 წლის მამაკაცის დედა აცხადებს, მას გულის პრობლემები ქონდა. მისივე თქმით, აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათის გატარებისას გარდაიცვალა.
ის, მეორე ადამიანია, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას გარდაიცვალა.
როგორც BBC წერს, ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ დემოსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ ტყვიები არ გამოუყენებიათ.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასულ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართლდამცველებმა 3 000 მეტი ადამიანი დააკავეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარცევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას 9.9%-მა