#11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რუსუდან ჟორჟოლიანი წარმატებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე, მან სამი სავალდებულო (ქართული, უცხო ენა, ბიოლოგია) და ერთი დამატებითი არჩევითი საგანი (ფიზიკა) ჩააბარა, სწორედ ამან განაპირობა სახელწიფოდან 100%-იანი დაფინანსების მოპოვება.
რუსუდანი ხაზს უსვამს საბუნებისმეტყველო საგნების სპეციფიკურ სირთულეს და აღნიშნავს პედაგოგების უდიდეს ძალისხმევასა და შრომას სასურველი შედეგის მისაღწევად.
ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე _ თუ რატომ არის ფიზიკის ჩამბარებელ აბიტურიენტთა რიცხვი გაცილებით დაბალი ვიდრე სხვა საგნების? _ რუსუდანმა გვიპასუხა, რომ “ფიზიკის შეცნობას სხვა განსაკუთრებული უნარების განვითარება და არაორდინალური აზროვნება სჭირდება”.
“ზოგი ფიქრობს რომ იგი ტექნიკური მიმართულების საგანია, რა თქმა უნდა, მასთან მჭიდრო კავშირი აქვს. თუმცა, ფიზიკის შეცნობას სხვა განსაკუთრებული უნარების განვითარება და არაორდინალური აზროვნება სჭირდება. ამიტომ ბევრი ერიდება ამ საგანს”, _ გვითხრა რუსუდანმა. თუმცა, იგი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საჭირო საგანია და იმედოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით ,პროცენტულად მასზე მაღალი ქულა არ არის დაფიქსირებული სამტრედიაში, მომავალი თაობა მასზე მაღალ ქულებს აიღებს, რაც აუცილებელი გარანტი იქნება 100%-იანი გრანტისა.
იგი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.