,,კორონავირუსზე შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმაც მუშავდება და მალე განხორციელებაც დაიწყება:
„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. ასევე, პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს. იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება,” – დასძინა ამირან გამყრელიძემ.