ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ, სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, მთავრობა სრულად მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – პრინციპი ადაპტაციის არის შემდგომი – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ უკვე ადამიანის სწრაფად დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.