ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზაფხულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომხდარიყო დისტანციური სწავლების განვითარება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა მზად არის იმისთვის, რომ როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად წარმართოს სასწავლო პროცესი.”,- განაცხადა დგებუაძემ.