სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მამაკაცებს, ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კომისარიატის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
,,მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიზღუდა მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა, რომლებიც ირიცხებიან საობილიზაციო რეზერვში: რიგითების, უმცროსი და უფროსი სერჟანტების 48 წლამდე, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას 50 წლამდე და უმაღლესი წოდების ოფიცრებს 55წლამდე“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში.
როგორც ცნობილია, 27 სექტემბერს, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.
ორივე მხარის განცხადებით, შეტაკებისას დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები.