სამტრედიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დღეს კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაინფიცირებული 31 წლის ქალბატონია, რომელმაც ახლახანს იმშობიარა.
კოვიდ-19-ით სამტრედიაში 10 ადამიანია დაავადებული.
აქედან ფატალური შედეგით პირველი პაციენტის სიცოცხლე დასრულდა. თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ 58 წლის მამაკაცს ხვალ სამტრედიაში დაკრძალავენ.