საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზად, სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანის მხრიდან სომეხთა იდენტობის წინააღმდეგ ქმედებების წაქეზებას ასახელებს, რაც სომეხთა უფლებების _ იცხოვრონ და იმუშაონ თავიანთ მიწაზე თავისუფლად, დარღვევაა.
,,ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის საკითხს“, _ ამბობს ჰარუთიუნიანი
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, ,,მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს და ამას არაფერი შეცვლის.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ყველას, ვინც დევნილია ყარაბაღიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავს სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს. მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიხეილ სააკაშვილს 2009 წელს მიენიჭა.