სამტრედიაში კოვიდ-19 -ით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, _ ეს ინფორმაცია ამ დილით ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა:
“საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც ოჯახთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაღალი ტემპერატურით და ჯანმრთელობის გაუარესებით მივიდა სტაციონარში, სადაც მას ჩაუტარდა გამოკვლევები და დაუდგინდა კორონავირუსი. იგი, ასევე, დიალიზზე მყოფი პაციენტია. დაინფიცირებული გადაიყვანეს ქუთაისის კლინიკაში სამკურნალოდ. ოჯახში ჰყავს მეუღლე და შვილი, რომლებიც თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და მათზე მონიტორინგი დაწესდა. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა”.
მარინა თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში კორონავირუსის სულ 26 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 11 განიკურნა. დანარჩენებიდან ნაწილი ქუთაისის კლინიკებში მკურნალობს, ნაწილი _ კარანტინში რჩება.