გურიაში გამოვლენილ კორონავირუსის მქონე პაციენტებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას ოჯახის წევრიცაა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგსა და ლანჩხუთში ორ ფეხმძიმე ქალბატონს დაუდასტურდა.
როგორც ითქვა, ვირუსი მჟავიას დას დაუდასტურდა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად არჩილ მჟავიას დაუკავშირდა.
“გპასუხობთ, და საერთოდ არ მყავს. კარგად ბრძანდებოდეთ”, _ დანარჩენი კითხვების არც მოსმენა და შესაბამისად, არც პასუხის გაცემა ინება გურიის ცენტრის ხელმძღვანელმა და ტელეფონი გაგვითიშა. ცნობისთვის, ლანჩხუთში ვირუსი ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის თანამშრომლებსაც დაუდგინდა და რამდენიმე დღეა ობიექტი დაკეტილია.
როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ვირუსი მჟავიას ცოლისდას დაუდასტურდა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კვლავ არჩილ მჟავიასთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა, მან ამჯერად ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.