“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის მეუღლესა და სიდედრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ჩვენ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას დავუკავშირდით.
გუბერნატორის თქმით, სანამ სპეციალურ პორტალზე არ აისახება, მანამ ფაქტს ვერ დაგვიდასტურებს.
“შეიძლება ლაბორატორიულად დადასტურებილი იყოს, მაგრამ სანამ პორტალზე არ აისახება, მანამდე ოფიციალურად ვერაფერს დაგიდასტურებთ”, _ გვითხრა ნასარაიამ და გვირჩია მჟავიას დავკავშირებოდით, თუმცა, ბატონმა არჩილმა “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მჟავიას მეუღლე სერის უბანზე საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, რომელიც #1 საჯარო სკოლაშია განთავსებული. თუ როგორ იმოქმედებენ აღნიშნული სკოლის დირექტორი და N60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზეა დამოკიდებული, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი თვითიზოლციაში გადავიდა.