ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში მოხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგანან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.