” პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას”, – ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე _ იღებს თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც ასობით ადამიანი დისტანციისა და პირბადის გარეშე იდგა.
“ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწვიტეთ, რახან საქათველოს პრემიერ- მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი, ყველას შეუძლია ჩაატაროს.” – განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასიათასამდე გაყარა ემიგრაციაში.
უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს, მეორე არის, ნუ რას იზამ. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას”, _ განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საარჩევნო შეხვედრა ღია ცის ქვეშ გამართეს, სადაც არანაირი წესები დაცული არ იყო.