შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვეტერანებს “ვეტერანის დღე” მიულოცა და მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძვირფასო ვეტერანებო, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ “ვეტერანის დღეს”! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა დროს იბრძოდით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, სიძლიერისა და მშვიდობისთვის. მინდა, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ! სამარადისო ხსოვნა დაღუპულ გმირებს! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!” – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში.
საქართველოში “ვეტერანის დღე” 2014 წლიდან აღინიშნება.