“ქართული ოცნებისა“ წევრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთი ვასაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რითაც ქალაქ ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
“მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულებისა და კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა, მიშას ავადმყოფი სექტანტები, ბათუმში მართავენ ხალხმრავალ აქციას. მთელი ქვეყნიდან ჰყავთ ხალხი ჩაყვანილი, დისტანციაზე და რეგულაციების დაცვაზე აღარ არის საუბარი, პირბადეებიც კი არ უკეთიათ! მავნებლები არიან! “ – წერს ქეთი ვასაძე ფეისბუქზე.