ვერძი – გიჟდებით ცეკვაზე, ამიტომ გჭირდება ისეთი სამოსი ,რომელიც არ შეგიქმნით უხერხულობას და იქნება მოსახერხებელი, აუცილებლად უნდა იყოს თვალშისაცემი ფერის. გირჩევთ წითელს.
კურო – არ ხართ პრინცესა, მაგრამ გიყვართ ფაქიზი ქსოვილგან შექმნილი ტანსაცმელი. გიხდებათ და თავადც უპირატესობას ანიჭებთ უფრო ნაზ სილუეტს, ვიდრე სექსუალურს.
ტყუპები – თქვენ არ გსურთ, ვინმემ შენიშნოს რა მოწყენილი ხართ. უპირატესობას ყოველთვის ნათელ და მხიარულ ფერებს ანიჭებთ.
კირჩხიბი – კლასიკური სილუეტის ღია ფერის კაბა თქვენთვისაა.
ლომი – გსურთ რომ წვეულების დედოფალი იყოთ, ყველამ შეგნიშნოთ და ყველამ თქვას, თუ რა შთამბეჭდავად გამოიყურებით. ამიტომ არჩევანი გამორჩეული დიზაინისა და მკვეთრი ფერის კაბაზე უნდა შეაჩეროთ.
ქალწული – გიყვართ მარტივი სილუეტი. ზეთისხილისფერი, ყავისფერი სამოსი თქვენთვისაა. ასტროლოგები სიმეტრიული სტრუქტურის მქონე ზოლიან სამოსს გირჩევენ.
მორიელი – ნამდვილად გაქვთ სტილის შეგრძნება და ეს თქვენი პიროვნებიდან გამომდინარეობს. როცა საქმე მოდას ეხება, არასდროს იღებთ მცდარ გადაწყვეტილებას. გლამურული და სექსუალური სამოსით ყოველთვის იპყრობთ ყურადღებას. უპირატესობას შავ ფერს ანიჭებთ.
მშვილდოსანი – თქვენ ძალიან სპონტანური ხართ. წინასწარ არასოდეს იცით რას ჩაიცვამთ. გადაწყვეტილებას იღებთ სპონტანურად. აუცილებელია, რომ სამოსსი იყოს მხიარულ ფერში და კომფორტული.
თხის რქა – წვეულებაზეც ამჯობინებთ რომ საქმიანი სტილის სამოსი ჩაიცვათ და ხაზი გაუსვათ საქმიან იმიჯს.
მერწყული – მერწყულს აქვს განსხვავებული გემოვნება და ხშირად სხვებს არ შეუძლიათ მისი გაგება. თუმცა ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვების აზრს. მთავარია, თავად გრძნობდეთ თავს კარგად სამოსში. უპირატესობას ანიჭებთ მკვეთრ ფერებს.
თევზები – თევზები ბოჰემის დედოფალია. ისინი ყოველთვის მოდურად გამოიყურებიან და თავიანთი გამორჩეული და ექსტრავაგანტული სამოსის გამო ყურადღების მიღმა არასოდეს რჩებიან. მწვანე მათი ფერია.