დღეს, ოზურგეთში, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“, გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანუჩარ კვირკველია წარადგინეს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
მხრდამჭერებს, რომლებიც ჭადრების ბაღში ორგანიზებულად შეიკრიბნენ, ეკეთათ პირბადეები და ისე უსმენდნენ კანდიდატს და ჩამოსულ სტუმრებს.
სიტყვით გამოსულებმა: ლაშა ღლონტმა, პაატა ბურჭულაძემ, დავით მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ, მიხეილ რამიშვილმა სხვებმა, ძირითადად, ყველამ ხაზი გაუსვა მანუჩარ კვირკველიას სპორტული დიდების კარიერას და ამასთანავე თქვეს, რომ ის ჩემპიონი იქნება პოლიტიკაშიც.
წარდგენას პირდაპირი ეთერით ჩაერთო მიხელ სააკაშვილი:
_ვირუსი არის ბიძინა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი არის ვაქცინა. …მე სათანადოდ ვერ მივხედე გურიას. სხვა რეგიონებით დავიწყე და ვერ მოვასწრით. გვქონდა გრანდიოზული გეგმები, მაგრამ ვერ მოვახერხეთ – თქვა მან და ვრცლად ისაუბერა, რას აპირებდნენ და რას გააკეთებდენ მომავალში, როცა მისივე თქმით მოვლენ ხელისუფლებაში.
მან მოუწოდა დამსწრეებს, რომ უარი უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მისივე თქმით გურიაში ყმებად აქცია ყველა.
მანუჩარ კვირკველიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მისი ცხოვრების წესი მხოლოდ გამარჯვებაა.
__ეს არჩევნები რეფერენდუმია. ჩვენ ერთად დავძლევთ სიღარიბეს, – განაცხადა მან და უხვად გასცა დაპირებები, რასაც გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს.