მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის მუნიციპლიტეტში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა, არც პრემიერი და არც მმართველი გუნდის ის წევრები, რომლებიც ამავე ღონისძიებას ესწრებოდნენ, იზოლაციაში არ იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პრემიერმა ბრიფინგზე უპასუხა:
„პირბადეს ვატარებ ყველგან და არსად არ ვიხსნი. ჩვენ ბევრს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეილება ინფიცირების გადაცემის რისკის მატარებლები ყველაზე მეტად ვიყოთ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით. მიუხედვად იმისა რომ რისკი იყო მინიმალური, რადგან არცერთს არ მოგვიხსნია პირბადე, კიდევ ერთხელ დავიზღვიეთ თავი და გავიტესტეთ“,_ განაცხადა გახარიამ.