ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში ახალი გადაწყვეტილებებია მიღებული:
„სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბთუმში მკაცრ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გარე სივრცეებში პირბადეები ატაროთ. განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, _ აღნიშნა მეზვრიშვილმა.
იგი ამბობს, რომ ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ და გარე სივრცეებში პირბადის ტარების წესი დღეიდან ამოქმედდება.
„ამ ეტაპზე ამ წესს სარეკომენდაციო სახე აქვს“, _ დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.