“გურია ნიუსს” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩოხატაურში ერთ-ერთი სალონის მეპატრონეს დაუდგინდა კორონავირუსი.
“ერთ-ერთი სალონის მეპატრონეს დაუდგინდა კორონავირუსი, სალონს კი არ კეტავენ. მაინტერესებს, ასეთ შემთხევაში, თუ უნდა დაიკეტოს სალონი, თან თუ ისიც იმ სალონში იწესრიგებს თავს?” _ უთხრეს “გურია ნიუსს”.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა. ჯიბუტის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალონის ერთ-ერთ მეპატრონეს covid 19 დაუდასტურდა, სიმართლეს არ შეესაბამება”, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.