გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც ცნობილია, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 412 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163, გარდაიცვალა 193 პაციენტი.