ბუდას მიხედვით, სიყვარული თუ ნამდვილია, ის ოთხი მთავარი ელემენტისგან უნდა შედგებოდეს.
მაიტრი, ანუ სიკეთე – ეს არის უმნიშვნელოვანესი სურვილი და ამავდროულად უნარი, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს მეორის გაბედნიერება. თქვენ შეიძლება გიყვარდეთ ვიღაც, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ მისი გაბედნიერება, ეს ვერ იქნება ნამდვილი სიყვარული.
როცა ხართ სიკეთით სავსე, მზრუნველი, შეძლებთ საყვარელი ადამიანის გაბედნიერებას. ეს კომპონენეტი ითვალისწინებს იმას, რომ საყვარელ ადამიანს შეეძლოს თავისი პარტნიორის საჭიროებების, სურვილების, პრობლემების გაგება და გვერდით დგომა.
კარუნა, ანუ შემბრალებლობა – უნდა შეგეძლოთ საყვარელი ადამიანის ტკივილის გაგება, ტკივილის გაზიარება. თუ თქვენს პარტნიორს რაღაც სტკივა და თქვენ ეს არ გაღელვებთ, შეგიძლიათ გასართობად წახვიდეთ და არ იდარდოთ, ეს მიუთითებს, რომ სულაც არ გიყვართ ის. თუ მისი ტკივილის გამო თქვენც შეწუხებული ხართ, დარდობთ და ყველაფერს აკეთებთ მის დასახმარებლად, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ნამდვილია.
მუდიტა, ანუ სიხარული და ბედნიერება – საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყველა წუთი უნდა გაბედნიერებდეთ და სიხარულით გავსებდეთ. თუ ერთი წამითაც ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე ყოფნა და თავს ყველაზე ბედნიერად პარტნიორის გვერდით გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ჭეშმარიტია. მეორე მხრივ, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა თქვენთვის სტრესს უკავშირდება, ეს არაა სიყვარული.
უპეკშა, ანუ თავისუფლება – ეს არის მეოთხე და უმნიშვნელოვანესი ელემენტი სიყვარულისთვის. ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. თუ ერთი პარტნიორი ზღუდავს მეორის თავისუფლებას, ეს არ არის სიყვარული. სიყვარულმა არ უნდა შეუშალოს ხელი ადამიანის პიროვნულ ზრდას. სიყვარული ორი ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრებაა.