მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ ჩვენი სათქმელი, ჩვენი პრობლემების უმრავლესობა განხილული იქნა დღევანდელ შეხვედრაზე, ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი, განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილმა, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რაც ამჟამად რეაგირების ფარგლებში ხდება.
„ჩვენი პრობლემების უმრავლესობა განხილული იქნა დღევანდელ შეხვედრაზე. ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი. განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია. პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. ბევრი სასტუმრო და რესტორანია დაზარალებული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო საკითხებს. ძალიან კარგი საუბარი შედგა. ძალიან მოგვწონს, რაც რეაგირების ფარგლებში ხდება ამჟამად. ჩვენი ბევრი წევრი საქმიანობს სამშენებლო სექტორში. ბანკებს სხვა პროფილის პრობლემები აქვთ.
ახალი კორონავირუსი საშინელებაა! აქაც და გლობალურად! შეერთებულ შტატებშიც რთული მდგომარეობაა. ეს საკითხი ყველა ჩვენგანს შეეხო და ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა. ამას ვამბობ იმ ადამიანთა გასაგონად, ვინც ტელევიზიით გვისმენს. პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია და ეს ნამდვილად ცვლის სიტუაციას. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა ეს იციან და ამ მოთხოვნებს იცავენ თავიანთ საწარმოებში. ყველას მოვუწოდებ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს, რათა რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ განსაცდელს”, – განაცხადა მაიკლ ქოუგლიმ.