საზარელი ტრაგედია მოხდა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში. როგორც „გურია ნიუსს“ ადგილიდან აცნობეს, 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ხეზე ჩამომხრჩვალი ახლობლებმა ნახეს.
„ოჯახში საშინელებები ხდება, ეს მეორე მიცვალებულია. რამდენიმე თვის წინ მისმა 17 წლის ძმამც თავი მოიკლა. სოფელი შოკშია“, _ ამბობს წყარო.
დეტალების გასარკვევად „გურია ნიუსი“ მერის წარმომადგენელს მისაქციელში, გიორგი ქაშიაშვილს დაუკავშირდა.
როგორც ქაშიაშვილმა განმარტა, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა.
თუ რა გახდა 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, ამდრომდე უცნობია.