გურიაში კოვიდ 19-ის ახალი 35 შემთხვევა დაფიქსირდა, _ ამის თაობაზე კოვიდ 19-ის შესახებ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.
როგორც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე წერია, 25 ოქტომბრის 11 საათის მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19928-ით -28 431-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 604 ადამიანი, ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 10 767-ს მიაღწია.
ახალი შემთხვევებიან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 აჭარაში, 245 იმერეთში, 87 ქვემო ქართლში, 93 სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, 42 კახეთში, 35 გურიაში, 33 შიდა ქართლში, 27 სამცხე-ჯავახეთში, 20 მცხეთა-მთიანეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა ად ქვემო სვანეთში.
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვილი პაციენტების საერთო რაოდენობამ 201-ს მიაღწია.