ორგანიზაცია“ Post-ალიონმა“, პარტნიორ მედიაორგანიზაცია “გურია ნიუსთან“ ერთად, გურიის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ 14 კანდიდატს, 23 ოქტომბერს, შესაძლებლობა მისცა პირისპირ და ონლაინ შეხვედროდნენ გურიის ახალგაზრდებს, წარედგინათ საკუთარი თავი, ხედვები და ეპასუხათ მათ შეკითხვებზე. კანდიდატებს შეეძლოთ შეერჩიათ სასურველი დრო და ორი საათი დაეთმოთ ახალგაზრდებისთვის.
ყველა კანდიდატის მოპატიჟების მიუხედავად, ზოგი კანდიდატისთვის ონლაინ ჩართვა გადაულახავი ბარიერი იყო და სურვილის მიუხედავად, შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აღმოაჩნდათ; ნაწილს, არ აინტერესებს ახალგაზრდული პრობლემები, ახალგაზრდა ამომრჩევლის მოსაზრებები. ნაწილმა ანალოგიურ შეხვედრაში მონაწილეობა 21 ოქტომბერს მიიღო. შესაბამისად, 23 ოქტომბერს შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
ვახტანგ ზენაიშვილი, საარჩევნო ნომრით 36 (“გირჩი“);
ლაშა ხეცურიანი, საარჩევნო ნომრით 44 (“ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი _ ქართული იდეა“);
გიორგი სიორიძე, საარჩევნო ნომრით 56 (“ლელო _ მამუკა ხაზარაძე“);
გოჩა ძიმისტარიშვილი, საარჩევნო ნომრით 61 (საინიციატივო ჯგუფი).
შეხვედრა შედგა პროექტის “ვირჩევ დომოკრატიას!“ ფარგლებში, რომელსაც ააიპ “Post-ალიონი“ ახორციელებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.