54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმებით 19 უბანი მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის თქმით, ამ უბნებში თავისი შედეგებით ლიდერობს ,, ქართული ოცნება” და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე:
“ჯერ ამის მეტის თქმა არ შემიძლია, მეც დანარჩენს ტელევიზიებით ვისმენ. ამ 19 უბანში ლიდერობს პარტია,, ქართული ოცნება” და მისი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. ამ წუთის მდგომარეობით ოლქში პროცედურული დარღვევებზე დარეგისტრირებულია 5 საჩივარი.