ოპოზიციის თქმით, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნებიდან მოტანილი სპეცპაკეტების განადგურება პირდაპირ ოლქის შენობასთან ხდება.
„დოკუმენტებს იღებენ და ახალ პაკეტში ათავსებენ“, _ ამბობს ოპოზიცია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ლანჩხუთის საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა.
როგორც ოლქის თავმჯდომარემ თამარ ბისიეშვილმა გვითხრა, მისთვის უცნობია თუ რა ხდება შენობის მიღმა და რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ოქმების შეჯამებაზე და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ჩვენი შენობის მიღმა“, _ გვითხრა თამარ ბისიეშვილმა.