ცესკოს მონაცემების მიხედვით, გურიაში ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ მიიღო, მას 6293 ხმით ჩამორჩა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მანუჩარ კვირკველია.
ცესკოს 24-ე მაჟორიტარული ოლქის მონაცემები ასეთია:
ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში ვასილ ჩიგოგიძემ 9826 ხმა მიიღო, რაც საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველთა ხმების 58.43საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ 3533 ხმა მიიღო, რაც 21.01%-ს უდრის.
რაც შეეხება დანარჩენ მაჟორიტარების კანდიდატებს, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ხათუნა გოგორიშვილმა 1008 ხმა მიიღო, რაც 5.99%-ია, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, შოთა გოგიბერიძეს მხარი 619-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 3,.68%-ია, „ლელო – მამუკა ხაზარაძეს“ კანდიდატს, გიორგი სიორიძეს ხმა მისცა 551-მა ამომრჩეველმა, რაც პროცენტულად 3.28%-ია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსიდან“ ნინო შეწირულ-გობრონიძემ 508 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩეველის 3.02%-ის მხარდაჭერაა, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 0.98%, ანუ 164 ხმა მიიღო, მსგავსი მონაცემი აქვს „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ვახტანგ ზენაიშვილს.
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ქერქაძემ ამომრჩეველთა მხარდაჭერის 0.71%, 119 ხმა მიიღო. „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეას“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლაშა ხეცურიანს ხმა მისცა ამომრჩევლების 0.59%-მა, რაც 99 ხმაა, საინიციატივო ჯგუფი – პაატა ჩაგანავა, ირაკლი ხვიჩავა, დავითი ჯიქია, მერაბი სიმონია, დავით ბასილაიას მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა ძიმისტარიშვილს ხმა მისცა 0.48%-მა, რაც 80 ხმაა, ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“ მაჟორიტარ კანდიდატ ნინო ორაგველიძემ 71 ხმა მიიღო, რაც 0.42%-ია.
„ქართული მარში-ეროვნული მოძრაობას“ მაჟორიტარ კანდიდატს, რამაზ ზოიძეს 45-მა ადამიანმა მისცა ხმა , რაც ამომრჩევლების 0.27%-ია, „შეცვალე საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ მაკა მგალობლიშვილმა კი 31 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისული მოქალაქეების 0.18%-ია. ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“.