“მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში“,_ აღნიშნული ტექსტი ფეისბუქ გვერდზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა დაწერა.
ცნობისთვის, საქართველოში დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 46 817 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 31 170 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 381 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3004 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 2 428 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 355 პირი.