მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება დაინფიცირებულთა რაოდენობას ხელოვნურად ზრდის, რათა ქვეყანა ჩაკეტონ.
სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს.
„კორონას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა დავიცვათ ყველა სანიტარული ნორმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები.
ამიტომ ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მათ Lockdawn-ით ჩვენ კი არ უნდა ჩაგვკეტონ, არამედ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ მათი უკანონო საქმიანობა“, _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.