დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, არ დააკმაყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის სარჩელი.
„გურია ნიუსმა“ ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ჩაწერა.
„დღეს ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელზეც მოსარჩელე გახლდათ საარჩევნო ბლოკი მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია (წარმომადგენელი დავით მჟავანაძე).
სარჩელში მოთხოვნილი იყო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემული განკარგულებების (რაოდენობაში სულ 18 განკარგულება) ბათილად ცნობა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აგრეთვე შემიძლია დავამატო ისიც, რომ აღნიშნულ უბნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისისაში კანონის სრული დაცვით ჰქონდათ შემოტანილი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, საჩივრები განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიამ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
აგრეთვე ავღნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ მოხდა 24.60.22 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის საფუძველზე, რამაც გამოავლინა ახსნა-განმარტების სისწორე, რომელიც თან ერთვის 24.60.22 უბნის შემაჯამებელ ოქმს,“ – თქვა ბერდია ლომიძემ.