ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ახალგაზრდა ბახმაროდან მოდიოდა. მანქანაში მხოლოდ ის იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბუკნარში მოხდა.
“გურია ნიუსი“ ინფორმაციის დეტალების გასაგებად შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.