ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გუშინ გურიაში მოხდა, 24 წლის გოგა კალანდაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგა კალანდაძის მეგობარი თამო ონიანი ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს.
“არ მინდა დაჯერება, რომ შენ აღარ ხარ… თვალებში ჩამდგარი ბედნიერება, რომელიც შენი შინაგანი გულწრფელობის გამოძახილია, სულ ასე დარჩება გონებაში.
შენზე წარსულში ვერ ვილაპარაკებ, რადგან ფიზიკური არარსებობა ვერაფერს შეცვლის. ჩავთვლი, რომ ისევ ხარ… უბრალოდ, დროებით სხვაგან წახვედი და იმედს ვიტოვებ, იქაც ისეთივე მხიარული იქნები, როგორც აქ… მშვიდად განისვენე, მეგობარო“, – წერს ფეისბუქზე თამო ონიანი.