საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ “სირცხვილიას“ სამი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა _ აქტივისტები პარლამენტთან შეშის მიტანას ცდილობდნენ.
„თითოეულ პოლიციელს გვაქვს დიდი გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი, რომ პოლიციელები დააზიანონ.
დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება, საფრთხე შეექმნას, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს.
არსებობს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ და რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებებით“, _ აღნიშნა საუბრის დროს ვაჟა სირაძემ.