პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა აკრძალვის ამოქმედებამდე დარჩენილი ერთი წუთი დაითვალეს და 22:00 საათზე დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, პარლამენტის წინ რჩებიან.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 05:00 საათამდე აპირებენ დარჩენას.