დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია.
პრესცენტრის განცხადებით, გამყრელიძე თვითიზოლაციაში ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო გადავიდა. გამყრელიძეს ჯერჯერობით, კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.